• September

    19

    2024
  • 75
  • 0
ენტონი ბლინკენი – არ გვსურს რომელიმე მხარის მიერ ესკალაციური ქმედებების ხილვა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიდევ უფრო გაართულებს

ენტონი ბლინკენი – არ გვსურს რომელიმე მხარის მიერ ესკალაციური ქმედებების ხილვა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიდევ უფრო გაართულებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას არ სურს, რომელიმე მხარის მიერ განხორციელებული ესკალაციური ქმედებების ხილვა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებას კიდევ უფრო გაართულებს.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა საფრანგეთში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, სტეფან სეჟურნესთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„საფრანგეთი და შეერთებული შტატები ერთხმად მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ და ესკალაციის შემცირებისკენ ახლო აღმოსავლეთში და კონკრეტულად ლიბანში. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად და როგორც ამაზე წინა დღეებში ეგვიპტეში ვისაუბრეთ, გვჯერა, რომ ეს კვლავ შესაძლებელი და აუცილებელია. ამავდროულად, არ გვსურს, რომ რომელიმე მხარის მიერ ესკალაციური ქმედებების განხორციელდეს, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთში ვიზიტისას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor