• October

    18

    2024
  • 75
  • 0
ვიქტორ ორბანი – ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მხარს არ ვუჭერთ, ეს არ არის გამარჯვების გეგმა უნგრეთისთვის

ვიქტორ ორბანი – ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“ მხარს არ ვუჭერთ, ეს არ არის გამარჯვების გეგმა უნგრეთისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“, რადგან ის არ არის მომგებიანი უნგრეთისთვის.

ორბანმა უნგრეთის „სახელმწიფო რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „შოკირებული“ იყო, როდესაც მოუსმინა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პრეზენტაციას, რის შემდეგაც გაჩნდა კითხვა, თუ რა იყო მათი გეგმა აქამდე.

„თუ ისინი ახლა გადადიან გამარჯვების გეგმაზე, მაშინ აქამდე დამარცხების გეგმა ჰქონდათ?“ – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი არ უჭერს მხარს ამ გეგმას, რადგან „ეს არ არის გამარჯვების გეგმა უნგრეთისთვის“.

„ომში აქამდე მონაწილეობას არ ვიღებდით და არც ახლა მივიღებთ. ამ გეგმით ვერ გაიმარჯვებთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, კონფლიქტი ფრონტზე ვერ გადაწყდება.

„ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor