• August

    19

    2026
  • 112
  • 0
ზაზა სვანაძე : არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილი ამ სვლით, სხვა პარტიების პარალელურად მდინარაძესაც იცილებს….

ზაზა სვანაძე : არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილი ამ სვლით, სხვა პარტიების პარალელურად მდინარაძესაც იცილებს….

,,ათი მიზეზი, თუ რატომ დარჩება ივანიშვილ-ღარიბაშვილის თემაზე, ჩემს მიერ დაწერილი ეს პოსტი
გამოხმაურების გარეშე”,- წერს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში. 

,,GEO NEWS” სვანაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

,,შემდეგ კი თავად პოსტი :

1. დავიწყოთ სულ თავიდან, ეს გვერდი წელიწადნახევრის წინანდელია, სადაც სულ რაღაც 810 ფრენდი მყავს, შესაბამისად მას ცოტა ადამიანი ნახავს.

2. პოსტს დილის შვიდზე ვაქვეყნებ, შესაბამისად ისე ჩაიქროლებს ფიდზე რომ იმ ცოტა ფრენდიდან ძალიან ცოტას თუ გაჩვენებთ ალგორითმი.

3. და იმ ძალიან ცოტა პროცენტში ვინც აღმოჩნდებით, თქვენც ამარიდებთ თვალს, იმიტომ, რომ პოლიტიკური უხერხულობა არ შეგექმნათ.

4. ამ პოსტს თავს აარიდებთ ის ორი კინკილა ქოცი, რომლებიც ფრენდებში შემომრჩით, იმ მიზეზით, რომ ქოცებზე კარგს არაფერს დავწერ.

5. არც ქოცების ღარიბასეული ფრთა შემიმჩნევთ, იმიტომ, რომ არც ის უნდა გავათეთრო და ვაპრავო რათქმაუნდა.

6. არც ნაცები მოიწონებთ.

7. არც ინაშვილის ხალხი სხვათაშორის,

8. ვვარაუდობ არც გახარიას მომხრეები იაქტიურებთ.

9. არც შუაშისტები, იმიტომ, რომ თქვენ დიდად არ გაღელვებთ შიდა პოლიტიკური რყევები, ამიტომაც ხართ სტაბილურად შუაშისტები.

10. და არც ჟურნალისტები, არავის გინდათ, რომ სხვებმა დაგასწრონ სიღრმისეულ პოსტებში და მიუკერძოებელ ანალიზში.

მაგრამ მაინც დავწერ – მოკლედ თავი-ბოლო ამ ისტორიაში ასეთია :

როდესაც 2011 წელს, ივანიშვილმა პოლიტიკაში შემობიჯება დააპირა,
მას უკვე წინასწარ ჰყავდა არჩეული მთავარი სახე,

ასე ვთქვათ, მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი – ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც შვილის პირადი მცველი, როგორც პირადი ბანკირი და ასისტენტი ( სხვათაშორის არანაირი ოქსფირდები მას არ დაუმთავრებია, როგორადაც ზღაპრებს უყვებოდნენ მასებს პიარისთვის ) ივანიშვილისთვის ნამდვილად სანდო იყო, თუმცა სახელმწიფოს მართვას ერთი კაცი ( თან გამოუცდელი ) ბუნებრივია ვერ ეყოფოდა, შესაბამისად მას ( ბ.ი-ს). მოუწია გარკვეული ძალაუფლების გადანაწილება კოალიციაში შემავალი სუბიექტებისთვის, ხიდაშელ-უსუფაშვილები, გუბაზა, ალასანიები და ა.შ.

რა თქმა უნდა, მათზე არ ამყარებდა დიდ იმედებს, რომ ბოლომდე გაჰყვებოდნენ, ამიტომ მთავარ ფსონს მაინც თავის აღსაზრდელზე დებდა.

და მთავარი თანამდებობაც პრეზიდენტის ინტიტუტ-შესუსტებულ ქვეყანაში ( ანუ პრემიერის პოსტი ) მას გადასცა.

იქამდე კი იყო შსს-ს მინისტრის პოსტი,
თავისი კასრების საქმით და ცნობილი პრესკონფერენციით,
და მერე სხვა წამყვანი თანამდებობები.
( ორჯერ პრემიერობა ) .

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე ღარიბაშვილმა მართლაც გაამართლა და გაამართლა არა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ახალი ცოცხი კარგად გვის, არამედ ობიექტურად,
სულ თავიდან ნუ შეეცადა, ყოველი შემთხვევისთვის, რომ ლიდერის უნარ-ჩვევები წარმატებით შეეთვისებინა.
თან ხალხშიც ისეთი მოლოდინები იყო, ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებდა
და დანაპირები თემებიდან გამომდინარე, არც შესასრულებელი ვადები იყო გასული.

პირველ თვეებში არც მის შესახებ გვესმოდა რამე აუგი და არც მისი სიმამრის კორუფციულ სქემებზე.
შესაბამისად რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ღარიბაშვილს აქა-იქ ნაცებიც კი აქებდნენ.
წესიერი კაციაო.

ამ წესიერ კაცს მოაგებინეს პარტია ირაკლი ალასანიასთან, მარგველაშვილთან, ( ასოცირების ხელმოწერაზე დაპირისპირება, გახსოვთ, რომ ირაკლის გამარჯვებით დასრულდა )

მაგრამ ხელმოწერის მიუხედავად, პირველი ვადა მაინც ივანიშვილმა დაუსრულა, თან სრულიად მოულოდნელად და ისე, რომ ღარიბაშვილის ხელმოწერით დაგზავნილი მოსაწვევები, კანცელარიის გაღიმებულ დამლაგებლებს დარჩათ.

2015 წლის დეკემბერში
შობა-ახალი წლის წინ, იგი მოულოდნელად გადააყენეს.
ჩუმად, ხმაურის გარეშე.
მერე იყვნენ სხვა პრემიერები, კვირიკაშვილები,
ბახტაძეები, გახარიები,
რათქმაუნდა ყველა ბიძინას მიერ მართული,
და ამ სამიდან ყველაზე რეიტინგული საყრდენის, გახარიას გამოცლის შემდეგ,
ღარიბაშვილზე მოთხოვნა ბუნებრივად
გაჩნდა და ისიც მოაბრუნეს.

ჩაითვალა, რომ პირველი წრე, თავლაფდასხმულს არ დაუსრულებია, და მეორე შანსის მიცემა შეიძლებოდა,
თან ნუ 16,17,18 და ა.შ. წლებში თავად სახელისუფლებო ელექტორატი იყო უკმაყოფილო მშობელი პარტიით,
( ძირითადი პრეტენზია იყო, რით ვერ დასრულდნენ ეს ნაცებიო ) ირაკლი კი პირველი თაობის, ე.წ. 2012 იან ქოცებთან ასოცირდებოდა და შესაბამისად ანტინაცურ ფრონტზე მისი რეიტინგი საკმოდ მაღალი იყო.
თუმცა, განახვავებით პირველი ვადისგან, მეორე საპრემიერო ვადაში, ღარიბაშვილის და მისი სანათესაო -საძმაკაცოს კორუფციაში ჩართულობის შესახებ ცნობებმა, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პროტეჟე, ბოსის პოლიტიკურ ხაზს ზედმიწევნით მიჰყვებოდა და პოლიტიკის მიღმა, პიროვნულ ერთგულებასაც ავლენდა,

( ,,მადლობა ბატონ ბიძინას” ტექსტებმა ვეღარ უშველეს, ) რაღაც მომენტში იგი ,,ქართული ოცნებისთვის” მაინც დამატებითი ტვირთი გახდა, რომელიც პარტიას უსასრულოდ უნდა ეთეთრებინა, მის ირგვლივ არსებული, დაუსრულებელი კორუფციული სკანდალების გამო.

მაგრამ მისი მოცილების მთავარი მიზეზი მთლად ეს არ გახლდათ, რადგანაც რუს ოლიგარქს ქვეყნის
საგარეო კურსი მთელი 180° ით უნდა შეეტრიალებინა ჩრდილოეთისკენ, საჭირო გახდა ახალი ლიდერის გამოძერწვა რომელსაც დასავლეთთან ნაკლები ვალდებულებები ექნებოდა და რომელიც ყველა დავალებას მუნჯურად შეასრულებდა.

აქვე, გაჩნდება ლოგიკური კითხვა, კორუფციაში ბოლომდე ჩაფლული და კომპრომატებში ყურებით ჩაჭერილი ღარიბაშვილი არ ერჩივნათ რისკზე წასვლას და ახალი ლიდერის ძებნასო ?

არ ერჩივნათ, იმიტომ, რომ ზუსტად ამ მომენტში ირაკლის უფროსი ბიჭი აბიტურიენტი ხდება ამერიკაში, ფილადელფიის შტატში მდებარე ზე პრესტიჟული პენსილვანიის უნივერსიტეტში.

შესაბამისად ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, გიორგი სააკაძის პაატასავით,
შვილის ფაქტორით მამის ჩაჭერის მომენტი გახდა აქტუალური. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელები შაჰ-აბასურ მეთოდებს არ მიმართავენ, მაინც დიდი რისკი იყო, იმ ქვეყანასთან მოეჭრა ტოტები, სადაც მისი შვილი ცხოვრობდა.

საეჭვოდ დაემთხვა დროში იმ ფოტოს გამოვარდნა, სადაც ღარიბაშვილი ამერიკაში მიმავალი თუ ამერიკიდან მომავალია დაფიქსირებული ( ზუსტად არ მახსოვს მგონი ელისო კილაძემ გაავრცელა ეგ ფოტო )

როგორც ჩანს, უკვე მაგ დროიდან სრული უნდობლობა ჰქონდათ მისი.

ამას დესერტად დაემატა ისიც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სასანქციო თალღებმა გადაუარეს, ღარიბაშვილი ყველგან მშრალზე გამოვიდა რადგანაც ის არცერთ სიაში არ ეწერა, რაც მტერთან გარიგების არაპირდაპირ მტკიცებულებად, ანუ ღალატად მიიჩნიეს.

იყო თუ არა ღალატი მისი მხრიდან, მოდით ამის განსჯა ისტორიას მივანდოთ.

გავაგრძელოთ თანმიმდევრული თხრობა, თანამდებობიდან გადაყენებული, კორუფციის ბრალდებით ჯერ შიდა პატიმრობაში, შემდეგ კი ციხეში გამოკეტელი ღარიბაშვილი, თავისი ყოფილი თანაგუნდელების ნებას, დასაკლავი ცხვარივით დაჰყვა.

პრინციპში მისთვის ეს ყოველივე სიურპრიზი არც უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, სამოქმედო გეგმა ანუ სტრატეგია, წინასწარ ექნებოდა შემუშავებული.

მოგეხსენებათ ორჯერ ნაპრემიერალის დაკავებას, მისი სრული განეიტრალების მიმართულებით, წინ მთელი რიგი პროცესები ახლდა; ( რიჟვაძეს რომ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და ა.შ. )

მოკლედ მეთოდურად კუთხეში მიმწყვდეული ღარიბაშვილი, თავისი გარეთ დარჩენილი მეუღლითურთ, ბიძინასადმი ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა მადლიერებით აღსავსე დამოკიდებულებას, გვახსოვს ნუნუ თამაზაშვილის ქოვერები, სადაც საყვარელი მეუღლის დაკავების შემდეგ, ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა იმის დასტურად, ირაკლი თქვენ არ გიჯანყდებათ და რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებსო..

თუმცა, როგორც ჩანს, ამანაც არ გაჭრა და პოლიტიკაში მორიგ ჯერზე მოტრიალების ვარაუდით დაშვებული, და კიდევ სხვა რისკების დაზღვევის მიზნით, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, ღარიბას თავის თავზე
ბევრი ააღებინონ.

ღარიბამ კი ეს გააპროტესტა.

თან როგორც აღმოაჩნდა, პარტიის შიგნითაც ჰყავს გარკვეული ძალა, რაც წინააღმდეგობის აქტიურად გასაწევად თუ არა, ნუ გარკვეულ მოლაპარაკებებზე მოწინააღმდეგის სკამზე დასასმელად კი გამოდგება.

ასევე ჰყავს სატელიტები და ძველი პარტნიორები ირმა ინაშვილის სახით, რომელსაც კარგად იყენებს
მშობელ პარტიასთან ომში.

არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილი ამ სვლით, სხვა პარტიების პარალელურად მდინარაძესაც იცილებსო..

მდინარაძის ამბავი არ ვიცი, და ის კი ვიცი რომ ან დიდი საუკუნოვანი აფერის ან რუსულენოვანი დიდი გარიგების მომსწრენი გავხდებით.

მადლობა ვინც ამ პოსტს ბოლომდე წაიკითხავთ და თუ გარისკავთ და გამომეხმაურებით, კიდევ უფრო მადლობა”,- წერს ზაზა სვანაძე.

მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor