
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის ( ნარიმანის ) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მრევლი მის საცხოვრებელ სახლში შესვლასითხოვს, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე მრევლსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
სახლში, სადაც ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ უნახავთ და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი ( ნარიმანი ) , საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





