• October

    11

    2024
  • 83
  • 0
თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარეს

თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარეს

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატო-ს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში – ROLE2F „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია, შემდეგ კი, ვერტმფრენით სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა.

სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წევრები, თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის ევროპის სარდლობის ავიაციის ძალებისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მთავარი ექიმები, თავდაცვის ძალებისა და ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სამედიცინო მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ პოლკოვნიკი იურგენ მუნტენაარი და ვიცე-პოლკოვნიკი ივონ ზიბერტი დააჯილდოვა.

GEOMEDEX 24-ში მე-4 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. ასეული ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის (OCC E&F) პროცესის სერტიფიცირებისათვის ემზადება. ქვედანაყოფის საწყისი ოპერატიული შესაძლებლობები (IOC) ევროპის მულტინაციონალური სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მიერ ეროვნულ დონეზე დადებითად შეფასდა, ასეული ნატო-ს საბოლოო ოპერატიული შესაძლებლობების სერტიფიცირებას (FOC) 2025 წელს ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაივლის.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor