• November

    18

    2026
  • 9
  • 0
თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის მისაღებად ერთ-ერთ კომპანიას მიმართა. ბრალდებულმა, რომელიც აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივი მფლობელი იყო, მოქალაქე დაარწმუნა, რომ შეთანხმებულ სამუშაოებს შეასრულებდა, რის საფუძველზეც მოქალაქემ ავანსის სახით კომპანიის საბანკო ანგარიშზე 24 000 ლარი ჩარიცხა.

„შეთანხმების მიუხედავად, ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor