• September

    10

    2026
  • 52
  • 0
თბილისში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor