• November

    18

    2026
  • 29
  • 0
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიციის თბილისის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო  შედეგად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს.

დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან და ერთ-ერთი კვების ობიექტიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო და კვების ობიექტებს, ჯამში, 20 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor