• May

    13

    2026
  • 30
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია იმის გაგრძელებაა, რასაც ევროპარლამენტი აკეთებს, უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ

თენგიზ შარმანაშვილი – საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია იმის გაგრძელებაა, რასაც ევროპარლამენტი აკეთებს, უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია იმის გაგრძელებაა, რასაც ევროპარლამენტი აკეთებს. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„საფრანგეთის პარლამენტის ამ რეზოლუციას ხელი შეუწყო, თუ ინიციატორი არ იყო, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტის პოსტზე, ისე პოსტპრეზიდენტობის პერიოდში მთელი მისი საქმიანობა დაფუძნებულია ქართველი ერის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაზე. ეს ძალიან ცუდი, სამწუხაროა, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ. საქართველოზე ზრუნვის სურვილი მათ არ აქვთ. ყველა ნარატივი, რომელიც რეზოლუციაში მოხვდა და რასაც ამბობენ სხვადასხვა სფეროში საქართველოს უკუსვლაზე, ერთი ერთში იმეორებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც ამ ნაწილში არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. უბრალოდ ამბობენ, ჩვენ ასე მიგვაჩნიაო. არგუმენტი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ამას ვიტყვითო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor