• October

    17

    2024
  • 83
  • 0
ილია მეორე ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს – მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს

ილია მეორე ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს – მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს.

„ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისთვის დამაშვრალო ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთის შეწევნით, კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისათვის გაწეულს.

მიუხედავად იმისა, რომ 2 000-წლოვანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერისა ეწირებოდა ქრისტეს რწმენას და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს.

თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ!

მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის მსახურებისათვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა. ასევე, მინდა, დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათი სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა.

მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor