
ირაკლი გუნია : აღარც მე ვაპირებ გაჩუმებას
ამდენი თავდასხმების შემდეგ, აღარც მე, ჟურნალისტი ირაკლი გუნია ვაპირებ გაჩუმებას. ვაი ჟურნალისტი ელისო კილაძე გვადანაშაულებს იმაში, რომ ,,GEO NEWS” ფინანსდება რუსული სპეცსამსახურებისგან, რაც არის სიცრუე.
სააგენტოს იურისტები ამზადებენ სარჩელს და ქალბატონ კილაძეს მოუწევს გასცეს პასუხი ამ აბსურდს, რასაც გვაბრალებს.
ჩვენ, Geo News-ის ჟურნალისტები განვიცდით არნახულ ბულინგსა და ზეწოლას ჩვენი მედიის სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომლის გადახედვას, არც კი განვიხილავთ, რთულია მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ერთგული აუდიტორიისთვის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ.
სამარცხვინო და ამორალურია ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ჩვენი გუნდის მისამართით გაჟღერდა.
დაბოლოს, ჩვენი სააგენტო ამ თავდასხმებით ძლიერდება და გვაძლიერებს ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან.
,,GEO NEWS”





