• September

    18

    2024
  • 82
  • 0
ირაკლი კირცხალია – როგორ შეიძლება, მეგობარი ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები უაპელაციოდ, ფაქტების გარეშე დაასანქცირო, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად ანტიდემოკრატიული

ირაკლი კირცხალია – როგორ შეიძლება, მეგობარი ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები უაპელაციოდ, ფაქტების გარეშე დაასანქცირო, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად ანტიდემოკრატიული

რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, იმაზე მეტად ბატონყმური დამოკიდებულების ამსახველი, რაც, სამწუხაროდ, სანქციების დაწესებით გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოსგან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, როგორ შეიძლება პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის მოქალაქის, განსაკუთრებით, ძალოვანი, უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლების დასანქცირება სრულიად უაპელაციოდ, ნებისმიერი ახსნა-განმარტების, ფაქტებისა და მოცემულობის გარეშე.

„უმაღლეს დონეზე ბატონმა პრემიერმაც და არა მხოლოდ, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებები, ასეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor