• October

    24

    2024
  • 76
  • 0
ირაკლი კობახიძემ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა

ირაკლი კობახიძემ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური გაეცნო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკურ შესაძლებლობებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

„ბაზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისით გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, დავათვალიერეთ ტექნიკა, რომლითაც აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა თანამდებობის პირებს. მადლობას ვუხდი ამ სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და მინდა, ყველას მივულოცო ახალი ბაზის გახსნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაზის ტერიტორია მოიცავს 150 თანამშრომელზე გათვლილ სამსართულიან ყაზარმას, სადაც მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. ბაზის ტერიტორიაზე ასევე მოეწყო სამორიგეო და საიარაღო სივრცეები, სასადილო და სპორტული დარბაზი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor