• October

    9

    2024
  • 70
  • 0
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც დაგვეხმარება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაში

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც დაგვეხმარება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაში

ოპოზიციის საქმეა, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქუჩაში დარჩება, თუ პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს ოთხი წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ყველა ნაბიჯი საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

„ამ შემთხვევაში ოპოზიციას, განსხვავებით ოთხი წლის წინანდელი პერიოდისგან, არაფრის რესურსი არ აქვს. რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, არაფერი მოხდება, ეს არის ოპოზიციის საქმე, უნდა ქუჩაში დარჩება, უნდა პარლამენტში შემოვა. არავითარი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს ოთხი წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირიქით, რეალურად, ასეთი პროცესებით ისინი დაგვეხმარებიან იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. მათი ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთხელ და სამუდამოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოვახერხოთ დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, დერადიკალიზაცია ამ პოლიტიკური სისტემის და ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor