• May

    14

    2024
  • 111
  • 0
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის შენობის წინ, სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა მიუღებელია

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის შენობის წინ, სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა მიუღებელია

ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიუღებელია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.

„რაც შეეხება იმას, რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში, ამას ვითხოვდით ჩვენ ე.წ. რუსული კანონით- ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor