• October

    4

    2024
  • 105
  • 0
ირაკლი კობახიძე საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

ირაკლი კობახიძე საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა.

ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით აშენდა.

სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ 6 ოთახს მოიცავს და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სასადილოს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის დარბაზს, აგრეთვე ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და ადაპტირებული სანიტარული სივრცეები, ასევე – ღია სათამაშო მოედანი.

მთავრობის მეთაურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი სამირ შარიფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი, კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი ზიბა მუსტაფაევა, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამმედოვი და სხვა ოფიციალური პირები.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor