• October

    16

    2023
  • 126
  • 0

ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე თუ ავითარებს აზრს, რომ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, გამოდის, ისინიც უპირისპირდებიან პროფესიულ ღირსებას

წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ განსხვავებულ აზრს ვიდრე არ გავეცნობი, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა თუ ეს მოსამართლეები ავითარებენ აზრს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, გამოდის, რომ ისინიც უხეშად უპირისპირდებიან საკუთარ პროფესიულ ღირსებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამ მოსამართლესთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე პლენუმის ექვსი წევრისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

კობახიძის თქმით, იმედი აქვს, აღნიშნული მოსამართლეები საპირისპიროს არ აცხადებენ.

„ვიდრე არ გავეცნობი ჩამოყალიბებულ განსხვავებულ აზრს, მანამდე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. დიდი იმედი მაქვს, ისინი საპირისპიროს არ აცხადებენ.  იმედი მაქვს, ისინი არ აცხადებენ, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია. ანუ, თუ ისინი ავითარებენ ამ აზრს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, გამოდის, რომ ისინიც უხეშად უპირისპირდებიან საკუთარ პროფესიულ ღირსებას, ეს იქნებოდა წარმოუდგენელი ნაბიჯი. ეს ადამიანები მათ შორის უნივერსიტეტებშიც ასწავლიან, ზოგიერთი მაინც. ეს იქნებოდა უბრალოდ იმ უნივერსიტეტების შეურაცხყოფა, როდესაც შენ სხვანაირად ხსნი პირველი კურსის კაზუსს, ვიდრე ეს არის ამოსახსნელი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ვიდრე არ გავეცნობი წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ განსხვავებულ აზრს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor