• October

    14

    2024
  • 80
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩატარდება არჩევნები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება არა ე.წ. ტექნიკური, არამედ ნორმალური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას

ირაკლი კობახიძე – ჩატარდება არჩევნები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება არა ე.წ. ტექნიკური, არამედ ნორმალური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას

რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი. ასეთ პირობებში ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი არის ფარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.

ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor