• September

    17

    2024
  • 74
  • 0
ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო, როცა ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს ქონება, 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო, როცა ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს ქონება, 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა

2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება; 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას.

„ყველას გახსოვთ 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზეც კი უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვა კერძო პირებზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება. 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე.

დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor