• April

    6

    2026
  • 65
  • 0
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის პრეზიდენტი საჯაროდ დაიმუქრა ომის დანაშაულების ჩადენით, ელექტროსადგურებსა და ხიდებზე თავდასხმის მუქარა ომის დანაშაულს წარმოადგენს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის პრეზიდენტი საჯაროდ დაიმუქრა ომის დანაშაულების ჩადენით, ელექტროსადგურებსა და ხიდებზე თავდასხმის მუქარა ომის დანაშაულს წარმოადგენს

ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარა, შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამერიკის პრეზიდენტი, როგორც თავისი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, საჯაროდ დამუქრა ომის დანაშაულების ჩადენით. ელექტროსადგურებსა და ხიდებზე (სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე) თავდასხმის მუქარა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების 8(2)(b) მუხლის თანახმად, ომის დანაშაულს წარმოადგენს“, – წერს ღარიბაბადი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ირანი ნებისმიერ აგრესიაზე დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor