• October

    3

    2026
  • 111
  • 0
ირმა ინაშვილი : ,,რა კავშირი აქვს პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშულს იმასთან, რაც გიორგი დავითაძემ საჯაროდ მოყვა სასამართლოზე ? ანუ კრიმინალი ზის ციხეში, იხდის სასჯელს და ბადრაგს უფლება აქვს ეს პატიმარი აწამოს ? გრცხვენოდეთ !!! “

ირმა ინაშვილი : ,,რა კავშირი აქვს პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშულს იმასთან, რაც გიორგი დავითაძემ საჯაროდ მოყვა სასამართლოზე ? ანუ კრიმინალი ზის ციხეში, იხდის სასჯელს და ბადრაგს უფლება აქვს ეს პატიმარი აწამოს ? გრცხვენოდეთ !!! “

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს :

,,სამარცხვინო და ამაზრზენია, რა კამპანიაც დაგეგმა ხელისუფლების უვიცმა და სრულიად არაკომპეტენტურმა პიარსამსახურმა.

მობილიზებული ჰყავთ ტროლ- ბოტების პარტიული რესურსი და ინკოგნიტო პერსონებსა და კოორდინატორ მაყვალა დეიდებს აწერინებენ ათასგვარ სისულელს : ,,დაუჯერებელია”, ,,გიორგი დავითაძე ტყუის”, ,,აბა, კადრებში რომ არაფერი ჩანს ?” და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ სრული სერიოზულობით ითხოვდნენ გამოძიებას, წუხდნენ, აღშფოთდნენ, დაფიქრდნენ, ბოლოს და ბოლოს კითხვა მაინც დასვან, რა მოხდა, რატომ და როგორ მოხდა….ნულოვან თანაგრძნობას აფრქვევენ და საზიზღარ კომენტარებს ავრცელებენ. ეს კომენტარები ერთი ხელითაა დაწერილი. ორგანიზებული და დაფინანსებულია. ყველას გრცხვენოდეთ ! სათითაოდ და კოლექტიურად სამარცხვინოები ხართ !

მეორე – სამარცხვინოა სახელისუფლებო ტელეარხების მხრიდან გავრცელებული მესიჯი, მთელი დღის მანძილზე რომ ატრიალებენ: ,,კრიმინალი დავითაძე… დავითაძე კრიმინალი !” პატიმრების უმრავლესობას დანაშაული აქვს ჩადენილი ( ისე, დღეს ციხეში უდანაშაულოებიც სხედან ) და ანუ რას გვეუბნება ხელისუფლების პროპაგანდა ? პატიმარი კრიმინალი ყოფილა და მისი წამება შეიძლება, დაშვებულია ? ამას ამბობთ ? რა კავშირი აქვს პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშულს იმასთან, რაც გიორგი დავითაძემ საჯაროდ მოყვა სასამართლოზე ? ანუ კრიმინალი ზის ციხეში, იხდის სასჯელს და ბადრაგს უფლება აქვს ეს პატიმარი აწამოს ? ხვდებით მაინც რას წერთ და რა იდიოტურ აზრს ავითარებთ ?! გრცხვენოდეთ !!!

მესამე – მდაბიო ფეისბუქგვერდებისა და ვითომ სააგენტოების იმედად რომ ხართ დარჩენილი და ხელოვნურმა ინტელექტმა რომ გაგაბედნიერათ, სწრაფად ამზადებინებთ ჩემს შეურაცხმყოფელ ბანერებს…ყოჩაღ ! აი, აქ გაგჭირვებიათ და თან, მაგრად ! ანუ ტროლ- ბოტების, პარტაქტივის და სუსის იაფფასიანი აგენტურა შეგრჩათ ხელთ, სულ ეს დარჩა თქვენგან ? გრცხვენოდეთ !!!

მეოთხე – რაც ოფიციალურად გავრცელებულ კადრებში ჩანს და ეს სრული მასალა არაა, აქაც ვერანაირად ვერ გამოიყურებით ვერც დამაჯერებლად და ვერც კანონის დამცველებად, ყველაფერი პირიქით ჩანს და გიორგი დავითაძის ტრაგიკულ, უმძიმეს ჩვენებას ადასტურებს.

დღეს აქ დავასრულოთ, ხვალ გავაგრძელებ !”- წერს ირმა ინაშვილი.

მოამზადა – თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor