• September

    22

    2026
  • 34
  • 0
ირმა ინაშვილი : ,,ქოლ-ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა”

ირმა ინაშვილი : ,,ქოლ-ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა”

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს :

,,ქოლ-ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა. ქვეყანამ იცის, რომ ღარიბაშვილს არანაირი შეხება ქოლ-ცენტრებთან არ ჰქონია, მაგრამ კობახიძის ხელისუფლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დანაშაულს მიაკერებს და ვითომ მოწმეებსაც მოძებნის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამხელს, რაოდენ მასშტაბურ ბოლშევიკურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. მაინტერესებს, როდის გამოაჩენს კობახიძე მოწმეს, რომელიც მოგვიყვება, როგორ გავყიდე მე დავით გარეჯი, ან როგორ ვეზიდებოდი სახლში ოქროს ზოდებს და ბოლოს, როგორ ვამუშავებდი ქოლ-ცენტრებს. ახლა ისიც მოგვიყევით, როგორ აწარმოებდა ღარიბაშვილი ჰეროინს ღვინის ქარხანაში და მთლად კარგად იქნება თქვენი საქმე. დოქსოპულო, რა უსაზღვრო ფანტაზია გქონია”, – წერს ირმა ინაშვილი.

მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor