• May

    11

    2026
  • 118
  • 0
კაია კალასმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადება უარყო

კაია კალასმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადება უარყო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა უარყო ვლადიმერ პუტინის წინადადება, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესახებ.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნა ცუდი არჩევანი იქნებოდა.

„პირველ რიგში, თუ რუსეთს ჩვენი სახელით მომლაპარაკებლის დანიშვნის უფლებას მივცემთ, ეს არც ისე გონივრული იქნება; მეორეც, ვფიქრობ, გერჰარდ შრედერი რუსული სახელმწიფო კომპანიების მაღალი რანგის ლობისტი იყო. ამიტომ ნათელია, თუ რატომ სურს პუტინს, რომ ის იყოს ეს ადამიანი, რათა რეალურად ის მაგიდის ორივე მხარეს იჯდეს“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისთვის სასურველი კანდიდატი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იქნებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor