• October

    12

    2024
  • 86
  • 0
კახა კალაძემ მუხიანში განახლებული სკვერი დაათვალიერა

კახა კალაძემ მუხიანში განახლებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანში, კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„გავაშენეთ ახალი პარკი მუხიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი, ასეთი ლამაზი სივრცე გვაქვს. გულს უხარია აქ მოსვლა, რადგან ყველაფერი მოწესრიგებული და გალამაზებულია. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემები, განათების ქსელი. ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია შესაბამისი სივრცე და ყველას შეუძლია მოვიდეს, დაისვენოს, გაერთოს. მოწყობილია საბავშვო ზონებიც. მიხარია, რომ ამ რაიონში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტი განვახორციელეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მუხიანში, IV ბ მ/რ-ში, N33 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს, 9 000 კვ.მ ტერიტორია შეემატა, რითაც გაიზარდა რეკრეაციული სივრცე. ამჟამად, სკვერი 16 331 კვ. მ ფართობზეა განთავსებული. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 701 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 10 200 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახი.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ, თბილისის საკრებულოს წევრებმა – კონსტანტინე ზარნაძემ, შალვა ოგბაიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ დაათვალიერეს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor