• October

    12

    2024
  • 73
  • 0
კახა კალაძე – დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ მის გაღრმავებას

კახა კალაძე – დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ მის გაღრმავებას

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მასში კარგად არის ასახული რეალობა.

მისივე განცხადებით, დასავლეთი პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს საქართველოს, თუმცა თვითონვე უწყობს ხელს მის გაღრმავებას.

„თქვენ თუ გადახედავთ ეუთო/ოდირის დასკვნას, იქაც კარგად ჩანს რეალობა. პოზიტიური შეფასებაა. ერთადერთი, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული, არის პოლარიზაცია, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ხელისუფლება მზადაა, რომ ამისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ეს არის რეალობა. კამპანიას რაც შეეხება, 2012 წლიდან არჩევნებში ვარ ჩართული და ასეთი მშვიდი გარემო და საარჩევნო კამპანია, როდესაც ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს შეხვედრები, არ ყოფილა. ზოგს არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს – რა პირით უნდა მივიდნენ ხალხთან, რაზე უნდა ელაპარაკონ, მაგრამ მთლიანობაში, საარჩევნო გარემო ძალიან კარგია და ეს აღნიშნულ შეფასებაშიც ნათქვამია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor