• October

    9

    2024
  • 83
  • 0
კახა კალაძე – მიხარია იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო, ვულოცავ საქართველოს

კახა კალაძე – მიხარია იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო, ვულოცავ საქართველოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ფაქტს და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს უამრავი მსგავსი ქველმოქმედება აქვს გაწეული ბოლო წლების განმავლობაში.

„მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან. მან ჩვენ შეგვაჩვია ამ ტიპის ქველმოქმედებას. უამრავი მსგავსი ფაქტი ფიქსირდება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, რომ ამ ადამიანმა ქვეყნის სასიკეთო საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. სიკეთისა და კარგი საქმეების კეთება გადამდები უნდა იყოს. შეიძლება ყველა არ იყოს მდიდარი ადამიანი, მაგრამ სიკეთის კეთება ყველას შეუძლია, ეს ძალიან მაგარია და ათმაგად, ასმაგად კიდევ უფრო მეტი პოზიტივით დაგიბრუნდება უკან. ასე რომ, მიხარია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო და ვულოცავ საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს კრისტის აუქციონზე მილიონ 250 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor