• October

    5

    2026
  • 79
  • 0
კახა კალაძე – უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა

კახა კალაძე – უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა

უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ  დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, საქართველოც იმავე ბედს გაიზიარებდა.

„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა. ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ,  ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედევად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.

რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ „უკრაინის არმია არის ბუფერული ზონა და დაბრკოლება რუსული აგრესიის პოტენციალისთვის“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor