• May

    18

    2026
  • 67
  • 0
კახა კალაძე – წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში – შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს, კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულებაა

კახა კალაძე – წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში – შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს, კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულებაა

წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულებაა, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

„წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. შესაძლოა, ვიღაცას ვიღაც არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება, ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემური ხასიათი აქვს. ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor