• April

    24

    2026
  • 99
  • 0
ლევან მაჭავარიანი – რას გვაფრთხილებს ჰერჩინსკი, ბრიუსელის ბიუროკრატებს თუ არ დავუჯერებთ, იმ საშინელ დროში, სამოქალაქო ომში დაგვაბრუნებენ? კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი

ლევან მაჭავარიანი – რას გვაფრთხილებს ჰერჩინსკი, ბრიუსელის ბიუროკრატებს თუ არ დავუჯერებთ, იმ საშინელ დროში, სამოქალაქო ომში დაგვაბრუნებენ? კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი

პაველ ჰერჩინსკი აქამდე ხელისუფლების კრიტიკით შემოიფარგლებოდა, ამ შემთხვევაში ყველანაირ ფარგლებს გასცდა და პირდაპირ ემუქრება ქვეყანას, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკიმ თავხედური განცხადება გააკეთა.

„რთულია იმის ამოკითხვა, მისი ფრაზების უკან რა იგულისხმება. რა თქმა უნდა, საგარეო უწყებაში მისი დაბარება სწორი იქნება. ეს განცხადება მუქარაა თუ გაფრთხილება, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იმავე გამოდის. რას გვაფრთხილებს, თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს არ დავუჯერებთ, იმ საშინელ დროში დაგვაბრუნებენ, რასაც სამოქალაქო ომო ჰქვია? ამას ამბობს? ამას თუ ამბობს, კიდევ უფრო სამარცხვინო ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა. მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor