• September

    25

    2026
  • 4
  • 0
ლევან მახაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ აღწერა მთელი ანატომია, რა გზაც ე.წ. პროტესტმა გაიარა, დღეს ეს არის რელიგიური სექტა, რომელიც შორსაა აზრის მშვიდობიანად გამოხატვისგან

ლევან მახაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ აღწერა მთელი ანატომია, რა გზაც ე.წ. პროტესტმა გაიარა, დღეს ეს არის რელიგიური სექტა, რომელიც შორსაა აზრის მშვიდობიანად გამოხატვისგან

პარლამენტის თავმჯდომარემ მთელი ის ანატომია აღწერა, რა გზაც ე.წ. პროტესტმა გაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ეს არის ძალადობრივი თემი, რელიგიური სექტა, რომელიც შორს არის დემონსტრაციისგან, აზრის მშვიდობიანად გამოხატვისგან.

„ყველა გზით აცდენილია იმას, რასაც ეს ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ. ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ ფსევდორელიგიური სექტა უწოდა. სამწუხაროდ, ეს მათი რეალური სახეა. საზოგადოება მათ მიზნებს ხედავს. იმედია, მათი წამხალისებლები ქვეყნის შიგნიდან და გარედან გაიაზრებენ, რომ მათ აქტივობას საქართველოს დემოკრატიასთან და ეროვნული მიზნების მიღწევასთან საერთო არ აქვს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა : „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor