• March

    19

    2024
  • 132
  • 0
ლევან ხაბეიშვილი – ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ

ლევან ხაბეიშვილი – ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ

არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ გაძვირდა ყველაფერი, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე, როგორც მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც, –წერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა.

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრები და ჩვენ ვართ ძალა, რომლის პირობებშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, მშენებლობაში და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის არასდროს დაგვიხევია უკან, ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს ხალხს სჭირდება მხარში დგომა, დახმარება და ამას ხელისუფლება არ აკეთებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor