• March

    17

    2025
  • 100
  • 0
მამუკა მდინარაძე – ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას

მამუკა მდინარაძე – ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას. საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფონდების მიზანი არის არა მარტო ძალადობის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც.

„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისთვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ. გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას. ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა. ჩვეულებრივი წამქეზებლობის ფორმაა. სამწუხაროდ, ამას აკეთებენ ევროკავშირის ფონდები, ამას აკეთებდა USAID-ი თუ სხვა გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები. ეს არის შენი სახელმწიფოს, შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება, ვითომ მორალური, შეფარვითი ფორმით. როგორც ჩანს, პროკურატურამ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა შეისწავლოს, დააყადაღა და შეაჩერა ეს დანაშაულებრივი მოქმედება, რასაც ისინი ახორციელებდენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor