• March

    27

    2025
  • 94
  • 0
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მოთხოვნებს შეაფასებს

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მოთხოვნებს შეაფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მოთხოვნებს შეაფასებს.

„რუსებმა საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად აღწერეს პირობები, რომლებიც სურთ, შესრულდეს. ჩვენ ვაპირებთ ამ პირობების შეფასებას“, – განაცხადა რუბიომ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, აშშ-ის ოფიციალური პირები იმუშავებენ, რათა უკეთ გაიგონ, „რას წარმოადგენს რუსეთის პოზიცია და რას ითხოვენ ისინი სანაცვლოდ“, შემდეგ კი, დონალდ ტრამპს წარუდგენენ და მომდევნო ნაბიჯებზე დაიწყებენ მსჯელობას.

რუბიოს თქმით, რუსეთის მოთხოვნები ძირითადად ეხება ევროკავშირის სანქციების გარკვეული ნაწილის გაუქმებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor