• October

    18

    2024
  • 78
  • 0
მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების, რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, დეტალურად დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, შვედური წარმოების 5 620 კოლოფი საღეჭი თამბაქო აღმოაჩინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგო ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული და უფლებამოსილი პირის მიერ ზეპირი გამოკითხვისას, მან არადეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაცია უარყო.

აღსანიშნავია, რომ შეფუთულ საქონელზე ქართულ ენაზე არ იყო დატანილი სავალდებულო მითითებას დაქვემდებარებული სამედიცინო გაფრთხილებები. ამასთან, არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას ითვალისწინებს.

კანონდამრღვევიმოქალაქისსაქმისმასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დამატებითი ინფორმაცია შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესისშესახებ, ასევე სრული ინფორმაცია სასაქონლო კოდების, მათ მიმართ სავალდებულო რეგულაციების/განაკვეთების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor