• September

    17

    2024
  • 71
  • 0
მთავრობის ადმინისტრაცია – დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს სუვერენიტეტის დასაცავად

მთავრობის ადმინისტრაცია – დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს სუვერენიტეტის დასაცავად

რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor