• October

    23

    2024
  • 80
  • 0
მიხეილ სარჯველაძემ 65 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა

მიხეილ სარჯველაძემ 65 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა

თბილისში 65 დევნილმა ოჯახმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. სახლის გასაღებები მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა.

მიხეილ სარჯველაძემ ოჯახებს ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრმა ახალი ბინები ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბინები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით კერძო სამშენებლო კომპანიისგან შეისყიდა.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, ასევე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსი შენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor