• October

    30

    2026
  • 33
  • 0
მოჰამად ბაღერ ღალიბაფი – აშშ-თან მოლაპარაკებებში ნებისმიერი პროგრესი დამოკიდებულია ვაშინგტონის მიერ ირანის შვიდი პირობის მიღებაზე

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი – აშშ-თან მოლაპარაკებებში ნებისმიერი პროგრესი დამოკიდებულია ვაშინგტონის მიერ ირანის შვიდი პირობის მიღებაზე

აშშ-თან მოლაპარაკებებში ნებისმიერი პროგრესი დამოკიდებულია ვაშინგტონის მიერ ირანის შვიდი პირობის მიღებაზე, — ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, ირანმა არაერთხელ და მკაფიოდ აცნობა შუამავლებს თავისი პირობები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური გარღვევა ვერ მოხდება, თუ შვიდივე პირობა არ იქნება მიღებული.

„„სტაფილოსა და ჯოხის“ მიდგომა ირანზე არავითარ გავლენას არ ახდენს. პროგრესის მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ირანის შვიდ პირობაზე შეთანხმება შედგება“, — აღნიშნა ღალიბაფმა.

მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, მოჰსენ რეზაის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. წინადადება ითვალისწინებს ირანის მხრიდან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული ვალდებულებების აღებას — აშშ-ის მხრიდან დათმობების, მათ შორის სანქციების შემსუბუქებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული ნაბიჯების სანაცვლოდ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor