• October

    15

    2024
  • 70
  • 0
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – ის, რაც მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია, აქ ხალხი სავსეა ენერგიით, უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – ის, რაც მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია, აქ ხალხი სავსეა ენერგიით, უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება

ის, რაც მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია, აქ ხალხი სავსეა ენერგიით, უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია ბაძიონა საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

„ტურიზმის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქმე ეხება ტურიზმსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წლის თემატიკა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკაა – ტურიზმი და მშვიდობა. ყველაზე ჰუმანური ეკონომიკური სექტორი კაცობრიობამ შეიძლება, შეინარჩუნოს ურთიერთგაგების, ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის გზით და რა თქმა უნდა, სოციალური მდგრადობის დამსახურებით. ის, რაც მე მიყვარს საქართველოში, ქართველი ხალხია. აქ ხალხი სავსეა ენერგიით, მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება“, – აცხადებს დირექტორი ნატალია ბაძიონა.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ეკონომიკური წარმატების შესახებ საუბრობს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მშპ 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2022 წლიდან ქვეყანაში არის ზრდა და ისტორიული საინვესტიციო ნაკადების შემოდინება. ყველაფერი, რასაც საქართველო ამის შესანარჩუნებლად აკეთებს, მართლაც ჭკვიანურად და
სწორად გათვლილია. მისი მომავალი ეფუძნება ტრადიციას, რომელიც, საბოლო ჯამში, ამ მიწის უნიკალურობაა“,-განაცხადა ნატალია ბაძიონამ.

გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor