• May

    5

    2026
  • 42
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას

სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ფაშინიანის მტკიცებით, ისტორიულად არსებობდა აღქმა, რომ სომხეთი ცუდ, თუნდაც სავალალო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა დღეს ძალიან სიმბოლურია ევროპელი პარტნიორებისგან იმის მოსმენა, რომ სომხეთს შესანიშნავი გეოპოლიტიკური პოზიცია აქვს, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე მდებარეობს.

ფაშინიანის თქმით, დღეს ევროკავშირმა მიიღო განცხადება, რომლითაც მეწარმეებს მოუწოდებს სომხეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისკენ.

​სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სომხეთს შეუზღუდავი ენერგეტიკული რესურსები აქვს, რეგიონებში 300-ზე მეტი მზიანი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ენერგიის განვითარების პოტენციალი შეუზღუდავია.

„არსებობს შენახვის სადგურების დეფიციტი და მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი კოლეგების ამ საკითხში დახმარების სურვილისთვის. ეს პირველი ნაბიჯებია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სატრანსპორტო კავშირები გადამწყვეტ როლს თამაშობს და ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის წყალობით, სომხეთს მეზობლებთან თანამშრომლობით,შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ამიტომ, მისი თქმით, მთავარი ამოცანაა ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ევროპელი კოლეგების დახმარებით.

სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, როგორც კი სომხეთი ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ორი ვარიანტი გაჩნდება: ან მიიღებენ ევროკავშირში, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, ან, შესაძლოა, ევროკავშირი არ გაფართოვდეს.

„თუ მიგვიღებენ, ჩვენ აღფრთოვანებულები და ბედნიერები ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მაინც მოგებულები ვიქნებით, რადგან ევროკავშირის სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ ყველა იმ დადებითი შედეგით, რაც ამას მოჰყვება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor