• September

    17

    2026
  • 4
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ რუსული სამხედრო ბაზა არ გვჭირდება, რუსეთი მეგობარი ქვეყანაა, თუ მათ გასვლა სურთ, დაე, ხვალვე გავიდნენ

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ რუსული სამხედრო ბაზა არ გვჭირდება, რუსეთი მეგობარი ქვეყანაა, თუ მათ გასვლა სურთ, დაე, ხვალვე გავიდნენ

ჩვენ რუსული სამხედრო ბაზა არ გვჭირდება, რუსეთი მეგობარი ქვეყანაა, თუ მათ გასვლა სურთ, დაე, ხვალვე გავიდნენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, თუ მათ დარჩენა სურთ, მთავრობა მზად არის, განიხილოს სომხეთის რესპუბლიკაში ბაზის არსებობის პირობები, რომელიც არ სჭირდება.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განაცხადებით, ქვეყნის მთავრობას არასდროს განუხილავს სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის საკითხი, რუსეთმა წამოჭრა ეს საკითხი განსახილველად და სომხეთის მთავრობა პოზიციას ამ განხილვის გარშემო აყალიბებს.

„მე ვამბობ, რომ 102-ე სამხედრო ბაზამ და 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ის სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ახლა მათ ეს საკითხი განსახილველად წამოწიეს – ძალიან კარგი. არ ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ჩვენს რომელიმე თანამდებობის პირს ეს საკითხი რომელიმე რუს თანამდებობის პირთან წამოეჭრა ან საერთოდ ეს განხილულიყო. ჩვენ ამაზე საჯაროდ არც გვისაუბრია. ახლა თუ ისინი გადაწყვეტენ მის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. პირდაპირ ვამბობ: 102-ე სამხედრო ბაზის არსებობა სომხეთის უსაფრთხოებას არაფერს სძენს. ეს ჩვენ 2022 წლის სექტემბრის მოვლენების დროს ვნახეთ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor