• June

    8

    2026
  • 38
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი

ჩვენ უნდა დავამყაროთ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ასევე გავხსნათ საზღვარი თურქეთთან, ვგულისხმობ, რომ თურქეთმა უნდა გახსნას თავისი საზღვარი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სომხეთის მოსახლეობამ ხმა მისცა მშვიდობას, რეგიონულ განვითარებასა და თანამშრომლობას.

ფაშინიანის განმარტებით, იმედი აქვს, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც დადებითად უპასუხებენ.

„გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. სხვათა შორის, მადლიერები ვართ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის სომხური საქონლის იმპორტისა და ექსპორტისთვის გახსნის გადაწყვეტილებისთვის. თურქეთთან ჩვენს ურთიერთობებში ძალიან კარგი იმპულსი გვაქვს, მაგრამ ეს იმპულსი უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად და საზღვრის სრულად გახსნის მისაღწევად“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor