• October

    20

    2024
  • 96
  • 0
ნინო ლომჯარია და გიორგი მშვენიერაძე მხარდამჭერებს მოუწოდებენ, დღევანდელ მარშზე ევროკავშირის ჰიმნი ქართულად იმღერონ, იქამდე კი სიმღერაში წაივარჯიშონ

ნინო ლომჯარია და გიორგი მშვენიერაძე მხარდამჭერებს მოუწოდებენ, დღევანდელ მარშზე ევროკავშირის ჰიმნი ქართულად იმღერონ, იქამდე კი სიმღერაში წაივარჯიშონ

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე მხარდამჭერებს მოუწოდებენ, დღევანდელ მარშზე ევროკავშირის ჰიმნი ქართულად იმღერონ.

მშვენიერაძე წერს, რომ მარშამდე ჰიმნის სიმღერაში „წაივარჯიშონ“.

„დღეს, თავისუფლების მოედანზე, ევროპის ჰიმნს ქართულად ვიმღერებთ. მარშამდე შეგიძლიათ, წაივარჯიშოთ!“,- წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

„19:00 საათამდე გადავიმეოროთ ევროკავშირის ჰიმნი ქართულად“,- აღნიშნულია ლომჯარიას ფეისბუქპოსტში.

თბილისში დღეს გაიმართება მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor