• October

    17

    2024
  • 96
  • 0
ოთხ წლიანი მოლოდინი დასრულდა – პირველი ქართული ტელევიზიის ახალი შენობა გაიხსნა

ოთხ წლიანი მოლოდინი დასრულდა – პირველი ქართული ტელევიზიის ახალი შენობა გაიხსნა

ოთხ წლიანი მოლოდინი დასრულდა – პირველი ქართული ტელევიზიის ახალი შენობა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავჯდომარე, დედაქალაქის მერი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიერმა მაუწყებლის თანამშრომლებს ისტორიული დღე მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

ირაკლი კობახიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში არსებულ მძიმე მედია გარემოზე ისაუბრა და ამ პროცესში წინა ხელისუფლების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დაკარგვაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ კოსტავას ქუჩაზე ტელევიზიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შენობის დიზაინის შერჩევა ტელევიზიამ სრულად ანდო საზოგადოებას.

ტელევიზიის ახალი შენობა სრულად არის ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, სადაც შენარჩუნებულია ინტეგრირებული ნიუსრუმის პრინციპი. ასევე ახალი შენობა მოიცავს რამდენიმე პავილიონს, სადაც შესაძლებელი იქნება მხატვრული და დოკუმენტური ფილმების, სერიალებისა და ტელე სპექტაკლების მომზადება.

ავტორი – ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor