
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პირადობის მოწმობებით სპეკულაცია გრძელდება, თემას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ ,,ქართულ ოცნებაში”
პირადობის მოწმობებით სპეკულაცია გრძელდება, თემას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ ,,ქართულ ოცნებაში”.
გივი მიქანაძის განცხადებით, მსგავსი სიცრუის ტირაჟირება, რომ მმართველი პარტია თითქოს მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ართმევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, არის სიცრუე.
გივი მიქანაძე ამ სიცრუის კამპანიის წარსულზეც საუბრობს და რადიკალების მხრიდან წინა წლებში მსგავს ქმედებებსაც იხსენებს.
მიქანაძის ამის მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოჰყავს. ამის პარალელურად ,,ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გივი მიქანაძემ ისაუბრა იმ სიცრუის ტირაჟირებასა და დეზინფორმაციულ კამპანიაზეც, რომელიც ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
,,არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი, როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დღეს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ვითომ ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ და საბოლოოდ დადასტურდა, რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო”, -ამის შესახებ მიქანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





