• November

    13

    2026
  • 19
  • 0
„პოლიტიკო“ – ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის საკითხზე სამ ბანაკად არის გაყოფილი, საკითხზე დებატები დუბლინში დღეს გაგრძელდება

„პოლიტიკო“ – ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის საკითხზე სამ ბანაკად არის გაყოფილი, საკითხზე დებატები დუბლინში დღეს გაგრძელდება

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის საკითხთან დაკავშირებით სამ ბანაკად არიან გაყოფილი.

დუბლინში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები გააგრძელებენ დებატებს, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში.

განიხილება წარმომადგენლობის, სულ მცირე, სამი ვარიანტი. ერთი ბანაკი მზარდ მხარდაჭერას უცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, რომლის პოზიციაც მას ბლოკის წარმომადგენლობის ბუნებრივ კანდიდატად აქცევს.

მეორე ბანაკში შედიან საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც არ სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან თავიანთი ადგილები ბრიუსელს დაუთმონ.

ყველაზე მცირე ჯგუფს ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელის, კაია კალასის მხარდამჭერები წარმოადგენენ.

„ამაზე სატელევიზიო შოუს გაკეთებაც კი შეგვეძლო. თუმცა ყველაზე საინტერესო ნაწილი ხვალისთვის შემოვინახეთ“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა „პოლიტიკოსთან“  ინტერვიუში, რითაც მიანიშნა, რამდენად მკვეთრი გახდა ლიდერებს შორის უთანხმოება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor