• May

    7

    2026
  • 37
  • 0
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის მარტის თვეში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებული ტექნიკას უკანონოდ დაეუფლნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე შვიდი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.

პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი – შ.გ. გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor