• May

    7

    2026
  • 38
  • 0
პოლიციამ კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი – 1984 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაცნობს – 1946 წელს დაბადებულ შ.ე.-ს მის საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor