• April

    28

    2026
  • 113
  • 0
პოლიციამ კახეთში ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კახეთში ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის – 1996 წელს დაბადებულ ქ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ქ.რ.-ს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor