• October

    24

    2026
  • 40
  • 0
რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს პასუხობს – სინამდვილეში, ამერიკული კომპანიები ფულს იმ იარაღის გაყიდვით შოულობენ, რომლის საფასურსაც ევროპელები ვიხდით

რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს პასუხობს – სინამდვილეში, ამერიკული კომპანიები ფულს იმ იარაღის გაყიდვით შოულობენ, რომლის საფასურსაც ევროპელები ვიხდით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის განცხადებას, სადაც მასკმა განაცხადა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ნაწილი, ფულის გათეთრების რამდენიმე სქემის გავლით, უკან, ამერიკაში ბრუნდება და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას ხმარდება.

„არა, ილონ მასკ, აშშ-მა უკრაინის დაფინანსება გასულ წელს შეწყვიტა. სინამდვილეში, ამერიკული კომპანიები ფულს იმ იარაღის გაყიდვით შოულობენ, რომლის საფასურსაც ჩვენ, ევროპელები ვიხდით.

რაც უფრო მეტად ერევით ჩვენს პოლიტიკაში და რაც უფრო მეტად იყენებთ თქვენს პროდუქტებს პოლიტიკური მიზნებისთვის, მით უფრო მეტად აზიანებთ თქვენს ბრენდს“, – წერს სიკორსკი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor