
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
რატი იონათამიშვილი – ვინ ეკითხება „ლელოს“ ან გახარიას შეთანხმდებიან თუ არა, მაშინ გაერთიანდებიან და დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის სამარცხვინო
ვინ ეკითხება „ლელოს“ ან გახარიას შეთანხმდებიან თუ არა, მაშინ გაერთიანდებიან და დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის სამარცხვინო , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ გიორგი გახარიასა და „ლელოს“ შორის გაერთიანების საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.
„ამ ადამიანებს არც პირადი აზრი და არც პირადი პოზიცია არ აქვთ. მაშინ გაერთიანდებიან და დაიშლებიან, როცა ბრძანებას მიიღებენ. მონურ მორჩილებაში არიან. ეს ყველაფერი მათ უკან დაიდგა და იმითაც ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. ვინ ეკითხება ერთს ან მეორეს, რამეზე შეთანხმდებიან თუ – არა, მათთვის ბრძანება მორჩილების ტოლფასია. ისინი არიან მორჩილი ადამიანები, რომელთაც არანაირი „მე“ და პოზიცია არ აქვთ. ამიტომაც, არის სამარცხვინო მთლიანად რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





